Wednesday, November 30, 2011

მოდი, ნახე და მიცანი


1.პროექტის  სახელწოდება: მოდი, ნახე და მიცანი
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით: საქართველოს ხალხის, მისი უნიკალური ბუნებისა და ტრადიციების პოპულარიზაცია აბაშის რაიონში მყოფი უცხოენოვანი მასწავლებლებისათვის.

3. პროექტის აქტუალობა: ვიყოთ საუკეთესო მეგზურები და კულტურული  დესპანები მსოფლიოს ინგლისურენოვან ქვეყნებში.

4.პროექტის მიზნები; 
ა) გვქონდეს ახლო ურთიერთობა ჩვენს უცხოენოვან სტუმარ მასწავლებლებთან საკუთარი კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის. 
ბ) ვუჩვენოთ საქართველოს კუთხეები,მისი მრავალფეროვანი ბუნება და გავაცნოთ ის ძირითადი ტრადიციები,რომლებიც დამახასიათებელია  ჩვენი ქვეყნისათვის. 
გ) თავიანთი ხელებით მოვამზადებინოთ ჩვენი სამზარეულოს ის შედევრები ,რომლებიც თითქმის მშობლიური ხდება მათთვის დაგემოვნების შემდეგ. ესენია: ჩურჩხელა, ხაჭაპური,კუბდარი, ელარჯი.



5.მონაწილეთა ასაკი:15-16-17წლის მოსწავლეები.
6.ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის  I ეტაპის განხორციელებას დასჭირდება 15 დღე. ვგეგმავთ სასწავლო წლის ბოლომდე გავაგრძელოთ პროექტი.შემდეგი ეტაპი იქნება ქართული და ინგლისური პოეზიის საუკეთესო  ნიმუშების მოძიება და ლიტერატურული საღამოს ორგანიზება  ჩვენს სტუმრებთან ერთად.
და ბოლო ეტაპი სასწავლო წლის დასასრულამდე-ანუ მათ სამშობლოში გამგზავრებამდე გამოსამშვიდობებელი საღამოს მოწყობა და შთაბეჭდილებების გაზიარება.
ასე რომ პროექტი იქნება გრძელვადიანი- ანუ ის გასტანს მთელ სასწავლო წელს.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას. მოსწავლეები გაიყოფიან სამ ჯგუფად.
I ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას საქართველოს კუთხეებზე,მათ ტურისტულ მარშრუტებზე და დაამზადებენ შესაბამის ბუკლეტებს.
II ჯგუფი: ისაუბრებს ქართულ  ტრადიციებზე, მოახდენს მათ ვიდეო  ვიზუალიზაციას და შეასრულებენ ქართულ,მეგრულ,სვანურ და აჭარულ ცეკვებსა და სიმღერებს.
III ჯგუფი იზრუნებს ქართული სამზარეულოს წარმოჩენისათვის. უცხოელ  სტუმრებს მიაწვდიან ზემოთჩამოთვლილი  კერძების რეცეპტებს ინგლისურ ენაზე  შესაფერისი  დიზაინით და შეხვედრის ბოლოს სტუმრებთან ერთად დაამზადებენ ხაჭაპურს,კუბდარს, ელარჯს და ჩურჩხელას.
შეხვედრაზე  გადაღებული ფირის ასლებს გავამზადებთ ჩვენი სტუმრებისთვის, გადავცემთ მათ და ვთხოვთ ეს მასალა ატვირთონ  თავიანთ  ვებ-გვერდებზე, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს  შეეძლოს  საქართველოსა და მისი უნუკალური კულტურის შეგრძნება და გაცნობიერება. ვისურვებთ კონტაქტი დავამყაროთ იმ სკოლებთან, სადაც ისინი მუშაობდნენ საქართველოში ჩამოსვლამდე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი და ინტერნეტი პრეზენტაციის გასაშვებად, ვიდეო გადამღები და ფოტოაპარატი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
ა) პროექტის  საორგანიზაციო  საკითხების დაგეგმვა-ჯგუფებებზე გადანაწილება.
ბ) მოსაწვევი ბარათებისა და საინფორმაციო  ბუკლეტების  დამზადება.
გ) პრეზენტაციის  შექმნა.
დ) რეცეპტების მოძიება,შექმნა და დაბეჭდვა.
ე) საჭირო ინგრედიენტების მოძიება.
10. პროექტი განხორციელდება ინგლისურ ენაზე და ინტეგრირებას მოვახდენთ ისტ-სთან.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ინგლისური ენის მასწავლებელი ინგა ნადარეიშვილი.
12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:i.nadareishvili76@gmail.com
13.პროექტის  ვებ- გვერდი/ ბლოგი:inadareishvili.blogspot.com